გურიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.
გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 89 395 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 71 468 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 815 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირების შემთხვევა არის 17 086, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 371 პირია.