გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ გააკეთა.
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1 262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, 23 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.