გურიაში კორონვირუსს კიდევ 1 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი ოზურგეთის მცხოვრები ქალბატონია.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ განუცხადა, პაციენტი სამკურნალოდ ოზურგეთიდან ბათუმში იყო გადაყვანილი.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული 41 ადამიანია გარდაცვლილი.