გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბესიკ ტაბიძესთან ერთად, სოფელ ღრმაღელის და სუფსის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე გუბერნატორმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
„ჩემი მიზანია, მუნიციპალიტეტის სოფლებში, რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, მოხდეს გაზიფიცირება და წყალმომარაგების გაუმჯობესება. დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ დაგეხმაროთ და ის პრობლემები, რაც დიდი ხანია გაწუხებთ, შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ“,- მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ ადგილობრივებს.
როგორც შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს ღრმაღელეში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. უმოკლეს დროში დაიწყება სამკილომეტრიან მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოების მომზადება.
(R)