გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ბადრი გობრონიძესთან ერთად, სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარეობს 2კმ. და 560 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა. სამუშაოებით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 98 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
“დღეს, ჩვენ დავათვალიერეთ ორი თემის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქ ადგილობრივების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სწორედ გზის მშენებლობა გახლდათ. პროექტი 2 ეტაპიანია და გზის ნაწილი გასულ წელს შეკეთდა. წელს კი მიმდინარეობს 1 კმ. და 460 მ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ამიერიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება”, _ განაცხადა გუბერნატორმა.
(R)