ოფიციალური ინფორმაციით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან ხარაბაძე დაინიშნა.
ლევან ხარაბაძე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 26 იანვრამდე იკავებდა.
დირექტორი ლევან ხარაბაძე 1980 წელს დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან ხარაბაძე 2016 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა დროს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინიტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.