გურიის ყოფილი გუბერნატორი გია სალუქვაძე დასაქმდა. როგორც გვითხრეს მხარის ყოფილი პირველი პირი ჩოხატაურში არსებული საწარმოს, “ნენეს” დირექტორად დაინიშნა:
_ დირექტორი არ ჰქვია. კოორდინატორი ვარ “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხნების, როგორც ჩოხატაურში, ასევე ქედაში. ჯერ ბრძანებაც არ არის დაწერილი. უბრალოდ, მთხოვეს და ჩოხატაურში ჩამოვედი, _ გვითხრა გია სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ “კახური ტრადიციული მეღვნეობის მფლობელი” ე.წ. ასკანელი ძმები _ ზურაბ და გოჩა ჩხაიძეები არიან.