https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურული მეჩაიე გოგონა, კინომხატვრის პროფესიით და ჰოლივუდური ღიმილით

11:10; 16.10.2018
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“დიახ, მეჩაიე ვარ! მაქვს მოტივაცია _ მივიღე პირველი საუკეთესო შედეგი და აუცილებლად ვიტყვი ჩემს სიტყვას გურიაში ჩაის აღორძინების საქმეში. მე მომიხდა საფრანგეთში მოგზაურობა და მატარებლის ფანჯრიდან ვხედავდი ტყეებსა და ველ-მინდვრებს, სადაც ერთ კვადრატულ მეტრსაც ვერ შეამჩნევდით მოუვლელსა და გავერანებულს. მინდა, ჩემს სამშობლოშიც ასეთ სურათს ვხედავდე, რით ვართ ვინმეზე ნაკლები?” _ ამ სიტყვების ავტორი 26 წლის გოგონა ლანა ჟღენტია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მკვიდრი, რომელსაც ასაკისთვის დამახასიათებელი არა მხოლოდ იდეები და ოცნებები ამოძრავებს, ხელში უჭირავს უკვე გაკეთებული საქმე და განსაცვიფრებელი შეუპოვრობით მიიწევს წინ, გავერანებული ფართობების ასაღორძინებლად.

ლანა ჟღენტი თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, დედაქალაქში კინომხატვრის პროფესიით შეუდგა მუშაობას და თავიდან არც უფიქრია, რომ ჩაის მწკრივებში ჩადგებოდა და მის აღორძინებაზე იფიქრებდა. წერდა სცენარებს პატარ-პატარა ფილმებისთვის, თუმცა, არ მოსწონდა მიზერული ხელფასი და მერე საბუღალტრო კურსის გავლა გადაწყვიტა. დაიწყო ძიება. ორგანიზატორული უნარის მქონე გოგონა მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში და არა ერთ აქტივობას ასრულებდა. შემდეგ სასტუმრო “ვანოტელში” იმუშავა… მაინც არ მოსწონდა საკმაოდ მაღალი ხელფასი და ერთხელაც იფიქრა, მშობლიურ მელექედურში, საკუთრებაში არსებული ერთი ჰექტარი ჩაის ფართობისთვის მიეხედა, წარმატების შემთხვევაში კი თანდათან გაეფართოებინა საკუთარი ბიზნესი.

_ ვცადე და შესანიშნავად გამომივიდა. იყო მძიმე დღეები და უძილო ღამეებიც, თუმცა, თუ მიზანდასახული იქნები, ვერაფერი შეგაჩერებს. საკუთარი ძალებით მოვახერხე ფართობის მოწესრიგება. მერე პროექტ “აწარმოე საქართველოში” მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. მთლად დარწმუნებული არ ვიყავი გამარჯვებაში. როცა მოვიგე, თითქოს, ფრთები შემესხა. მცირე დანაზოგით და, ასევე, ნედლეულის პირველივე მოკრეფის შემდეგ აღებული თანხა მთლიანად ახალი პლანტაციების შეძენის საქმეში ჩავდე. ახლა ხუთი ჰექტარი ჩაის ფართობი მაქვს. უკვე ახალ პროექტში ვმონაწილეობ. ვერაფერი შემაჩერებს, სოფლის მეურნეობა ისეთი საქმეა, თუ საქმეში გულს ჩადებ, აუცილებლად გამოგივა, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი, ულამაზესი გოგონა და, ჰოლივუდურ ღიმილს არ იშურებს… თითქოს, იმისთვის არის გაჩენილი, რომ გაგაკვირვოს.

კითხვაზე, ამ ასაკის, პროფესიის და გარეგნობის გოგონას, რამ გადააწყვეტინა მეჩაიეობა, უფრო იღიმება და ამაყად აცხადებს, ჯერ სად ხართო.

ლანა ჟღენტს ჩაის კრეფის საქმეში, წლის განმავლობაში, 25 ქალბატონი ჰყავს დასაქმებული. თვითონაც ყველა პროცესში იღებს მონაწილეობას და არა ერთ მძიმე სამუშაოს ასრულებს.

_ ყოველთვის ჩაის საკრეფად არ მცალია. დრო რომ მქონდეს, არც ამაზე ვიტყვი უარს. როცა ტვირთის გადატანა ან გადაადგილება მჭირდება, ერთი დამხმარე ბიჭი მყავს და ორივე ერთად საკმაოდ მძიმე სამუშაოს ვასრულებთ. სხვანაირად არ გამოვა. ამ შემოდგომაზე საკმაოდ მძიმე სამუშაოები მაქვს შესასრულებელი. ახლად შეძენილი ფართობები მოსავლელია _ გაწმენდა, გასხვლა, დაბარვა, სასუქის შეტანა… უამრავი სამუშაო მელოდება წინ, რაც, ძირითადად, საკუთარი ხელებით უნდა შევასრულო. მაისიდან სექტემბრამდე პლანტაციებში ვარ. ძალიან მიყვარს “რუჯი”, ზღვა და მზე, თუმცა, ახლა ჩაიში მიღებული “ზაგარითაც” დავდივარ. ვეღარ მოვიცალე ზღვისთვის, _ კვლავ მახასიათებელი ღიმილით ამბობს სათქმელს და პლანტაციებში მიგვიძღვება.

მელექედურის გარდა, როგორც თავად გვიამბობს, გავერანებული პლანტაციები სხვა სოფლებშიც შეიძინა. ახლა ხუთ ჰექტარს ფლობს საკუთრებაში და კვლავ გაფართოებაზე ფიქრობს. საჭესთან მშვიდად ზის და დღის განმავლობაში ვრცელი ტერიტორიების შემოვლა უხდება. თეთრი და შავი საქმე მისთვის არ არსებობს _ აკეთებს და გამოუდის.

ორი წლის წინ, როცა პირველი წარმატება მოვიდა და ლანა ჟღენტის მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქცია ბაზარზე გავიდა, სასწრაფოდ გადაწყვიტა, ჩაის მიკროფაბრიკა გაეფართოებინა. ახლა საღრობი და საფერმენტაციო დანადგარის უფრო მასშტაბურ ამუშავებაზე ფიქრობს.

_ პირველად 1,800 ტონა ჩაი დავამზადე. 800 კილოგრამი უმაღლესი ხარისხის იყო. ერთი ტონა კი უფრო უხეშად ნაკრეფი. კლიენტი მოვიდა და არც ისე ძვირად, ერთი კილოგრამი 23 ლარად გავყიდე. მერჩივნა, ერთიანი ფულის აღება, რომ სასწრაფოდ ახალი პლანტაციები შემეძინა. ამ ეტაპზე, გაფართოების გარდა, ვიზუალური მხარის მოწესრიგებასა და რეკლამირებით ვარ დაკავებული. ჩართული ვარ სიახლეების ძიებაში. არ ვაკლდები მეწარმეთა არც ერთ შეხვედრას. უკვე მოძიებული მაქვს გასაღების გზები, ოღონდ ხარისხიანი იყოს პროდუქცია და აუცილებლად გაიყიდება. მე ჩემი ბრენდი უნდა შევქმნა და გურიაში ჩაის აღორძინების საქმეში საკუთარი სიტყვა ვთქვა.

სოფლის მეურნეობა ისეთი რამ არის, ჯანმრთელ და მოტივირებულ ადამიანს, თუ მიწა გაქვს, თავის რჩენა არ უნდა გაგიჭირდეს. როცა საფრანგეთში მშობლები ვინახულე, ყველგან ვაკვირდებოდი იმას, რაც უფრო მაინტერესებს _ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ველ-მინდვრებს, ტყეებს. განცვიფრებული ვარ, როგორ უვლიან ასე გარემოს, თითოეულ გოჯ მიწას… ჩვენ რა დაგვემართა? რატომ გადაუარა ეკალ-ბარდმა ყველაფერს? მინდა, ჩემს გარშემო ოაზისი შევქმნა. მინდა, ყველას მოვუწოდო და შევევედრო, არ ამოძირკვოთ დარჩენილი ჩაი, მოვუაროთ ჩვენს განადგურებულ მიწა-წყალს…

საოცარი სამშობლო გვაქვს _ ეს არ არის რომანტიკული ამოძახილი, ეს ჩემი რეალური გულისთქმაა და ტკივილიც… _ ასე საუბრობს და სიტყვას საქმით ჯაბნის 26 წლის გოგონა, რომელმაც უკვე ყველას დაანახა საკუთარი რწმენის ძალა.

აღსანიშნავია ერთი გარემოება _ ლანა ჟღენტის მშობლები დღეს საფრანგეთში იმყოფებიან. მამამ უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა. ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს და დედა წამითაც ვერ შორდება. უცხოეთში ჰყავს და-ძმაც. საქართველოში კი, მშობლიურ მელექედურში, ლანა, 78 წლის ბებიასთან ერთად, ახერხებს ოჯახი ქალიც იყოს და კაციც.

ლანას “ოლღა ბებია”, ლამარა თოხაძე მოკრძალებულად ამბობს, რომ 35 წელი რაიონში ბუღალტრად იმუშავა.

_ სოფელსაც ვუვლიდი, ოჯახს ვევლებოდი. მერე ისე წავიდა საქმე, შინ ჩემი ლანა და მე დავრჩით. საოცარი გოგოა, უფრო ვაჟკაცობა შეშვენის. დაც თავისნაირი შემართული და საქმიანი ჰყავს. რძალი მყავს არაჩვეულებრივი _ ლანას დედა. ჩემი შვილი სიკვდილისგან იხსნა, საფრანგეთში წაყვანა მოახერხა და დღეს ამათი სიცოცხლით ვარ ბედნიერი. კი მინდა, ლანას სერიოზულ წარმატებას მოვესწრო, მსურს სულ ვეხმარებოდე, თუმცა. ძველებური შეძლება აღარ არის, _ მშვიდად, სევდამორეული საუბრობს ქალბატონი.

ლანა ჟღენტი, კითხვაზე, როგორი მიდის საქმე მის პირადი ცხოვრებაში და უმკლავდება თუ არა ასე სასურველი სარძლოს მთხოვნელთა “შემოტევებს”, კვლავ მომაჯადოებელი ღიმილით პასუხობს _ გარკვეული დროით სასიძოს ადგილი ვაკანტურია, დიდი საქმე მაქვს მოსასწრები და მერე ყველაფერს მოვესწრებითო.

ვემშვიდობებით საოცარ გოგონას. უცებ უკან ბრუნდება, ხელში რამდენიმე ჩაის შეკვრით _ “კარმიდამო ჩემმა” ჩემი ნახელავი არ უნდა დააგემოვნოსო?

ფაქტია, გურიას, ჩაის რეაბილიტაციის საქმეში, საუკუნის კომპლექსურად ძლიერი კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავს _ გოგონა უსაზღვრო ენერგიით, მაღალი ინტელექტით, უსაზღვრო შრომისმოყვარეობით, ჰოლივუდური ღიმილით და კინომხატვრის პროფესიით. როგორც თავად ამბობს, პროფესია შესანიშნავად ეხმარება, საკუთარ ჩაის პლანტაციებს, სახლს და საკარმიდამოს განსხვავებული და მიმზიდველი ვიზუალი მიანიჭოს. სარემონტო სამუშაოებიც ამის დასტურია, რასაც, ჩვენდა გასაკვირად, მარტოა შეჭიდებული…

საკუთარი მიზნების სრულ გახორციელებას, მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ლანა ჟღენტს, თანამედროვე გურული ჩაის დედოფალს!

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

"ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული" _ პენიტენციური სამსახური სუბელიანის შესახებ

ზურაბიშვილი: ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები თავს ვერ იკავებენ და მაინც მლანძღავენ (R)

ყველა სიახლე

პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16.02.2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026
სამართალი

მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

13:19; 16.02.2026
საზოგადოება

“ცხედარს საშინელი წამების კვალი ეტყობა” _ უკრაინაში ოზურგეთელი მებრძოლი დაიღუპა

12:56; 16.02.2026
საზოგადოება

საკადრო ცვლილებები სუს-ში

12:48; 16.02.2026
საზოგადოება

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

12:11; 16.02.2026
საზოგადოება

„ქსელურების ბინძური თამაშის შედეგებს, დისტრიბუცია ტრადიციულ მარკეტებს უნაწილებს“_ ვნებათაღელვა ფასნამატზე გრძელდება

12:00; 16.02.2026
ზაფრანი

ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები – როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:51; 16.02.2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16.02.2026
ზაფრანი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:39; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო