“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურის საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, საკარანტინე წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია.
“112-მა ამ ადამიანს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დატოვა სახლი და ქუჩაში გამოვიდა”, _ გვითხრა მჟავიამ. მჟავიას თქმით, მას არ აქვს ზუსტად ინფორმაცია, ვინ უთხრა პოლიციას აღნიშნულის შესახებ.
“აღნიშნული პიროვნება სამართალდამცავებმა ქუჩაში ნახეს და დააჯარიმეს”, _ გვითხრა მჟავიამ.