საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 15 აპრილიდან ოფიციალურად ჩაიბარა 52 წლის ქართველმა სპეციალისტმა გია გურულმა. იგი წლების განმავლობაში თავადაც იცავდა ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას. ასევე, თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და რამდენიმე უცხოურ კლუბში. იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი და შესულია ქართული ფეხბურთის ისტორიაში _ გურილი ეროვნული ნაკრების მიერ გატანილი პირველი გოლის ავტორია.
გურულს „გურიამდე” უმუშავია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფრანგი სპეციალისტის, ალან ჟირესის თანაშემწედ. გაუწვრთნია უმაღლესლიგელები _ ბათუმის “დინამო” და ქობულეთის “შუქურა”.