მსოფლიო “ბირთვული კატასტროფის ჩრდილში” ცხოვრობს, რასაც ბირთვულ ძალებს შორის მზარდი უნდობლობა და დაძაბულობა იწვევს,_ ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გააკეთა.
მისი გაცხადებით, პროგრესი მსოფლიოს ბირთვული იარაღისგან განთავისუფლებაში ”შეჩერდა და უკუქცევის საფრთხე ემუქრება.” მან ასევე თქვა, რომ იმ ქვეყნებს შორის დაძაბულობამ, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ, ”გაზარდა ბირთვული რისკები”.
მაგალითად, გუტერეშმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ტრამპის ადმინისტრაციასა და ჩინეთს შორის დაძაბული დავის გამო. ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის დაბალ ეტაპზეა. ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს ემიჯნებიან კაშმირის გამო, ინდოეთს კი ჩინეთთან სასაზღვრო შეხლა ჰქონდა. ჩრდილოეთ კორეა ამაყობს თავისი ბირთვული იარაღით.
გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ არსენალს – ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, მოქმედების ვადა მომავალ წელს დაუსრულდება.
აუცილებელია ”, რომ ორმა ქვეყანამ გააგრძელოს იგი დაუყოვნებლივ ხუთი წლით,” – თქვა მან და განაცხადა, რომ ხელშეკრულების გარეშე არსებობს ”საგანგაშო შესაძლებლობა დაბრუნდეს შეუზღუდავი სტრატეგიული კონკურენცია”.