„დღეს, ვიგონებთ მათ ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა“,_ ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი 9 აპრილის ტრაგეედიდან 31-ე წლისთავს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.