პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას უკავშირდებოდა.
,,გვქონდა სატელეფონო საუბარი და შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ დამატებითი დეტალები გამოგვერკვია ამ ფაქტთან დაკავშირებით, რაც არ იყო არავისთვის დაფარული. ვიცოდით, რომ ჟურნალისტები იდგენენ და ჟურნალისტების თვალწინ შევედით ოთახში და გავიარეთ კონსულტაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით. გვქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმი და გავარკვიეთ დეტალები, რომელიც უკავშირდებოდა ბატონ ნიკა მელიას“,_ განაცხადა კობახიძემ.