რუმინეთის ქალაქ პიატრა-ნიამცში გახსნეს გზა, რომელიც არსად არ მიდის.
როგორც Euronews იუწყება, ადგილობრივ მთავრობას 200 მეტრიანი ქუჩა 100 000 ევრო დაუჯდა.
გზაზე, რომელიც მინდორს უერთდება ზებრა გადასასვლელი და „სდექ“ ნიშანიც აქვს.
ქალაქის მერის განმარტებით, გზა რაიონის მოდერნიზაციის გეგმის ნაწილია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ავტომაგისტრალის და ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ხშირად იმართება.