დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, „ვარდების მოედანზე“, პირველად გახორციელდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით.
მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ჰაერის ხარისხის მდგომარეობა განისაზღვრება.
„მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრება (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). პირველი 24 საათის განმავლობაში, რაც სადგური აქ არის განთავსებული, შემიძლი გითხრათ, რომ ყველა მონაცემი ნორმის ფარგლებშია“,_ამბობს ბარამიძე.
„ვარდების მოედნის“ გარდა, ჰაერის მონიტორინგი „ევროპის მოედანზეც“ გახორციელდა, სადაც მაია არაბიძის თქმით, მონაცემები ასევე ნორმაშია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
სადგურები დამონტაჟდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო მიმდინარე წელს ავტომატური სადგური ქალაქ რუსთავშიც დამონტაჟდება.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური მომავლი კვირიდან რეგიონებს მოიცავს. შემდეგი ქალაქები კი იქნება თელავი და გორი.
მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.
აღნიშნული დანადგარით მონიტორინგი თბილისის სხვადასხვა უბანსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახორციელდება.