ნიდერლანდებში მეყვავილეები, კორონავირუსის გამო იძულებული გახდნენ 140 მილიონზე მეტი ჰოლანდიური ტიტა გაენადგურებიანთ“ – ამის შესახებ THE NEW YORK TIMES წერს.
კომპანიების განცხადებით, რადიკალური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა, დაკეტილმა მაღაზიებმა და ყვავილებზე მოთხოვნის შემცირებამ, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანები სახლში ჩაიკეტენ და დღესასწაულები გაუქმდა.
მათი თქმით, ბოლო 4 კვირაში ყვავილების სამომხმარებლო ბაზარზე, ტიტებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 პროცენტით არის შემცირებული.
როგორც მეყვავილეები აღნიშნავენ, კორონავირუსის პანდემია კატასტროფულ ზარალს არამარტო ტიტების მწარმოებლებსა და ყვავილების მაღაზიებს, არამედ ქვეყნის ტურისტულ სექტორსაც აყენებს. გაზაფხულზე ნიდერლანდებში ულამაზესი ჰოლანდიური ტიტების სანახავდ ათასობით ტურისტი ჩადის.
,,ეს ძალიან მტკივნეული ნაბიჯი იყო, ამის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ იძულებული გავხდი. წელს ძალიან კარგი ხარისხის ტიტები იყო,“ – აღნიშნავს მწარმოებელი.