ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი “ხალხის ძალას” გავრცელებულ მორიგ განცხადებას ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს.
“ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად და აშშ-ის ელჩის დისკრედიტაციისთვის. დადგება ვინმე მთავრობიდან თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდასაჭერად და უარყოფს ამ სიცრუეს?”_ წერს კელი twitter-ში.
ინფორმაციისთვის, “ოცნებიდან” წამოსულები აშშ-ის საელჩოს ხმების პარალელური დათვლის “გაყალბებასა” და არჩევნების “დელეგიტიმაციის” მცდელობაში ადანაშაულებენ.