,,რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს უნდა მიეცეთ ხმა თქვენს რეგიონალურ საქმეებში?“ – ასე გამოეხმაურა, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი Twitter-ზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ,,ელჩების კონფერენცია 2020-ზე“ .
მან აღნიშნა, რომ ,,მშვიდობის დაბრუნებას“ რუსული ჯარები ახორციელებენ.
სალომე ზურაბიშვილმა ,,ელჩების კონფერენცია 2020-ზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მშვიდობის აღდგენას, ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.
მისივე თქმით, მშვიდობის მიღწევაში ჩართული იყო ყველა ფასილიტატორი, ყველა – ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. ,,კონფლიქტის კავკასიაში დიდი გამოწვევა იყო ჩვენი რეგიონისთვის, ამავდროულად მსვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენ რეგიონში ყველასთვის.
,,კონფლიქტი ჩვენს რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე – ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა – ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში …. და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ასევე სალომე ზურაბიშვლმა აღნიშნული ინიციატივა, საკუთარ Twitter-ს გვერდზეც დაწერა.