იდლიბის პროვინციაში, ავიაიერიშს 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიული ძალები აჯანყებულებისგან იდლიბის პროვინციის დაბრუნებას ცდილობენ.
სირიის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მაუწყებლის ინფორაციით, პრეზიდენტ ერდოღანს სურს, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა უკან დაიხიონ პოზიციებიდან, სადა თურქეთმა ჩამოაყალიბა სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტები და მანამდეც დაემუქრა თავდასხმით, თუ ისინი არ შეჩერდებოდნენ.
მაგრამ სირიის მთავრობამ და რუსეთმა უარყვეს მოთხოვნა, რომლითაც 2018 წლის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
რუსეთმა ასევე დაადანაშაულა თურქეთი 2018 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევაში აჯანყებულთა დახმარებით.