იემენის დედაქალაქ სანასთან გამშვებ პუნქტზე გახორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ტაქსში მჯდომი 5 ადამიანი და 2 შეიარაღებული პირი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საუდის ეგიდით კოალიციამ მოძრაობა „ჰაუტის“ წინააღმდეგ,რომელიც იემენის დედაქალაქს აკონტროლებს, საჰაერო იერიშები დაიწყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, ომის შედეგად ქვეყანაში 10 000-მდე ადამიანი დაიღუპა. მაცხოვრებლები ასევე შიმშილობას და სხვადასხვა დაავადებებს ებრძვიან.
მაუწყებლის ცნობით, კოალიციას მომხდარის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.