“მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი“, _ ასე მიმართა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს საპატრიაქროში გამართულ შეხვერდაზე.
ილია მეორე იმედოვნებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სიმართლე დადგინდება:
“ღმერთი მოწყალეა და ღმერთმა მშვიდობა მისცეს მამა გიორგის, მის ოჯახს. იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება“, _ აღნიშნავს პატრიარქი იმ აუდიოჩანაწერში, რომელიც საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
პატრიარქი გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს მიმართავს და და სთხოვს, არასწორი ინფორმაცია არ გაავრცელოს:.
“ორშაბათის გაზეთში იყო თქვენი ინტერვიუ. პატრიარქთან რჩებოდაო ღამე მამა გიორგი. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ყოველდღე და ღამე და თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო, კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა? ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო. რაც თავში მოგადგება, უნდა განსაჯო, გააანალიზო. პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო”, _ უთხრა უწმინდესმა თორკინე მამალაძეს.