სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღებული მილოცვებისთვის მადლობას იხდის.
„ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები. ყველას მადლობას ვუძღვნი და მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით ღვთის ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო.
თქვენმა სიყვარულმა ამატანინა ეს სიმძიმე. მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, ვინც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.