სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლს მიმართა:
„ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა.
გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ მადლს და წყალობას.
დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსლიმებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“, _ მიმართა პატრიარქმა მრევლს.