ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტის დირექტორი ნატო ჯიბუტი სოციალური ქსელის საშუალებით იმ მშობლებს მიმართავს, რომლებიც შვილების ვაქცინაციაზე უარს ამბობენ.
“იმ მშობლების გასაგონად, რომლებსაც აუცრელი შვილები გყავთ, ამ სიტუაციამ, ალბათ, დაგანახათ, რამხელა სიმდიდრე და ფუფუნებაა, როცა კონკრეტული დაავადების საწინააღმდეგო მაღალი სტანდარტის ვაქცინა აქვთ ჩვენს შვილებს. ზოგი თქვენგანი ადვილად იჯერებს სოციალურ ქსელებში ანტივაქსერების მიერ შექმნილ უაზრო სტატიებს და არ ესმის ცნობილი სპეციალისტების რჩევები აცრების აუცილებლობის შესახებ.
ბევრი წავიკითხე ახლაც _ წითურას, ბცჟ ტუბერკულოზის საწინაამდეგო აცრები პირდაპირ თუ არაპირდაპირ იცავს ადამიანს კორონავირუსისგან და სტატისტიკაც ადასტურებს ბავშვებში დაბალი გავრცელების შესახებ.
დღეს, მთელი მსოფლიო როგორ ელოდება იმ დღეს, როდესაც გამოცხადდება ვაქცინის შექმნისა და გამოყენების შესაძლებლობა…
❗️ ისევ მოგიწოდებთ,ნუ დატოვებთ დაუცველს თქვენს აუცრელ შვილებს, წინ ბევრი რთული პერიოდი აქვთ გასავლელი…
❗️ჩაუტარეთ აცრები, სანამ გვიან არ არის!!!!!! _ წერს ნატო ჯიბუტი.