„საზოგადოებრივი გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ არის. ამით ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე დავიჭირეთ შემოსული შემთხვევები და არ მოხდა მათგან გავრცელება. თუმცა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს,”_ თქვა „ფორმულას“ ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ ასე მოწოდება გააკეთა:
„მოვუწოდებ იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უახლოესი ორი კვირა გვიჩვენებს და ამის შემდეგ შეიძლება უფრო ზუსტი პროგნოზების გაკეთება“, – აღნიშნა საუბრის დროს პაატა იმნაძემ.