საქართველოში იაპონიის საელჩოში, იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს.
საზეიმო შეხვედრას ესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, ცნობილი ადამიანები.
სტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე სპეციალურად მიიწვია იაპონიის ქალაქ მიტოიოს მერიამ _ საქმე იმაშია, რომ სამტრედიამ შარშან მიტოიოსთან მემორანდუმი გააფორმა, ორი დღის წინ კი ამ ქალაქის წარმომადგენლები სამტრედიას სტუმრობდნენ.
მიტოიოს მერის მრჩეველმა და იაპონელმა სტუმრებმა, სამტრედიის სკვერებში საკურას ნერგების დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.
ვალერიანე ფოცხვერიამ იაპონიის ელჩს და მის მეუღლეს იაპონიის იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა.