ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთი დღის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთში COVID-19-ის 29 429 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
როგორც გამოცემა, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 582 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ინდოეთში სულ 936 181 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 24 309 ადამიანი გარდაიცვალა, 600 000 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ინდოეთი, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ს და ბრაზილიის შემდეგ.