ინდოეთში კინემატოგრაფის ისტორია 1896 წლის 7 ივლისს, გაზეთში გაკეთებული პატარა განცხადებით დაიწყო. ქალაქ მუმბაიში მცირერიცხოვანი მაყურებელი დაესწრო მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერას და მას შემდეგ ამ ჯადოსნური ქვეყნის მოსახლეობა დასვენებისათვის მხოლოდ კინოთეატრების დარბაზებს მიმართავს.
ინდური კინემატოგრაფი საუკუნეზე მეტს ითვლის და დღეისათვის უკვე შექმნილია 27 000-ზე მეტი ფილმი. დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები ხმოვანდება52 სხვადასხვა ენაზე.
პირველმა ინდურმა მხატვრულმა ფილმმა დღის სინათლე 1913 წელს იხილა. 1920 წლისათვის უკვე წელიწადში 20 ფილმი გამოდიოდა, ხოლო 1931 წლისათვის 207.
ამჟამად კინოსტუდიები 800 ზე მეტ სრულმეტრაჟიან ფილმს უშვებენ წელიწადში.
სიმღერა პირველად 1931 წელს გამოიყენეს ფილმში და მას შემდეგ შეუძლებელია ინდური ფილმის სიმღერისა და ცეკვის გარეშე წარმოდგენა.
ბევრმა მსახიობმა საკუთარი სტუდია შექმნა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი რაჯ კაპური გახლდათ.
1957 წელს, ფილმი „დედა ინდოეთი” იყო ნომინირებული „ოსკარის“ პრემიაზე.