დღეს, 7აპრილს, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზე, ჯანმოს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის) ინიციატივით, ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“დიდმა გამოწვევამ _ მსოფლიო პანდემიამ აჩვენა, რომ ვირუსმა და ინფექციამ არ იცის რასა, ეროვნება, აღმსარებლობა. მსოფლიო საერთო განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, პანდემია არ ინდობს ეკონომიკურად განვითარებულ მსოფლიო გიგანტებს. საერთო განსაცდელმა გადააფასა ღირებულებები და აჩვენა, რომ მედიცინის მუშაკი გმირია!
კოლეგებო _ ექიმებო, ექთნებო და სანიტრებო!
გილოცავთ დღევანდელ დღეს და ბრწყინვალე ხარებას!
ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა გვქონოდეს! _ წერს ელზა სიმონიშვილი.