ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით 8 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ ჩვენს ცენტრს პაციენტი არ შემატებია. გვყავს 45 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა დადასტურებული 6 შემთხვევიდან სამს მძიმე პნევმონია აქვს. ჯერჯერობით მათი მკურნალობა მართვადია. სულ მძიმე პნევმონიით გვყავს 8 პაციენტი. გვყავს 7 არასრულწლოვანი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუ დაავადება არ პროგრესირებს, ეს კარგი შედეგია. ინფექციურ საავადმყოფოში გვაქვს 33 ბოქსირებული პალატა, სადაც 72 პაციენტის განთავსება შეგვიძლია. ამ ეტაპზე გვყავს 45 პაციენტი, შესაბამისად თავისუფალი ადგილები გვაქვს. როცა კლასტერებად ხდება პაციენტების ინფიცირება, მათი ერთად განთავსება შეიძლება“, _ განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.