ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 36 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 18, საკარანტინე სივრცეში 6, ბინაზე კი 12 ადამიანი მკურნალობს.
სულ კი დაფიქსირებულია კორონავირუსის 4508 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4408 ადამიანი, გარდაცვლილია 64.
ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ცენტრში ამბობენ, რომ აუცილებელია დახურულ სივრცეში და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.