დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 82, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 449, აჭარაში – 499, იმერეთში – 417. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, მათ შორის, თბილისში – 413, აჭარაში – 87, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 410 – თბილისში, 307 – აჭარაში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 69, ხოლო აჭარაში – 14.
სულ 6 ოქტომბრიდან – 4 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 603 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 677 პირი, აჭარაში – 2 370, იმერეთში – 784.