ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩოხატაურში აქტიურია ინფიცირების 62 შემთხვევა.
„ინფიცირებული პაციენტები მკურნალობას ზოგი კლინიკაში გადის და ზოგი ბინაზე. გვყავს მძიმე პაციენტიც,ხელოვნურ სუნთქვაზე. დანარჩენები არიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები“,_ ამბობს ჯიბუტი.