ოზურგეთში, ლიხაურის საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირება მასწავლებელსა და მოსწავლეს დაუდასტურდა.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ელზა სიმონიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ინფიცირების შემთხვევა სხვადასხვა კლასებში გამოვლინდა.
ელზა სიმონიშვილის თქმით, მათ 48 საათის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი სკოლასთან, ამიტომ არ დგას დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა.
ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.