ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, სოფელ ქვაბღაში იმყოფებოდა. მერმა, პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან, ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან გელა კოროშინაძესთან და ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, სანიაღვრე არხებისა და ბეტონის გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა. ირაკლი კუჭავა შეხვდა ადგილობრივებს და როგორც მიმდინარე, ასევე, მომავალ წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა. ქვაბღაში 547 000 ლარის ღირებულების ბეტონის გზის მშენებლობა განხორციელდება. სამუშაოები, რომლებიც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება, ითვალისწინებს 1760 გრძივი მეტრი ბეტონის საფარის მოწყობას. მომავალ წელს განხორციელდება პროექტის მეორე ნაწილი. სამუშაოებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება, კომპანია „ელიტ ბილდერს გრუპი“ ასრულებს.
(R)