დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბახვი 1 ჰესის ინვესტორი შეხვდებათ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური იამზე ვაჩეიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ეს შეხვედრა 2 საათზე არის ჩანიშნული.
“დღეს 2 საათზე ჩოხატაურში იმართება შეხვედრა ბახვი 1 ჰესის მშენებელ კომპანიასა და მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წევრებს შორის.
შეხვედრის სტატუსი ბუნდოვანია, თუმცა, როგორც გავიგე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მისცემენ დასწრების შესაძლებლობას“, _ წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი გრიგოლ მახარაძე.
როგორც ცნობილია, ჰესი კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, რასაც ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აპროტესტებენ.