პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, შეხვედრები ამაღლების, შუაამაღლებისა და გოგოლესუბნის მოსახლეობასთან შედგა.
მერობის კანდიდატმა ამომჩეველს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ამაღლებაში – ზვიად წეროძე, შუაამაღლებაში – ვლადიმერ სიხარულიძე, ხოლო გოგოლესუბანში – აკაკი ყაჭეიშვილი წარუდგინა.