https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ისინი პირველები იყვნენ

17:54; 19.11.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში ერთი საუკუნით უკან დავბრუნდებით და იმდროინდელ მსოფლიო ფეხბურთზე, ასევე – 1930 წელს ჩატარებულ პირველ მუნდიალზე ვისაუბრებთ.

ზუსტად 92 წელი გვაშორებს იმ დროს, როდესაც ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ფეხბურთელთა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. ამ ტურნირს წინ უსწრებდა დღეისათვის მთელ პლანეტაზე ისეთი გავლენიანი სპორტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, როგორიც ფიფაა. ის 1904 წლის 21 მაისს დაარსდა. მის პირველ პრეზიდენტად ეროვნებით ფრანგი, რობერ ჰერენი აირჩიეს. იმხანად, ჰერენი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო და პარალელურად, სპორტული გაზეთი “ლე მატინის” საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა. გარდა ამისა, ფიფა–ს პირველი ხელმძღვანელი დიპლომირებული ინჟინერიც გახლდათ.

რობერ ჰერენმა პირველმა გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა, თუმცა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა.

1905 წელს ფიფა–ს კონგრესზე ჰოლანდიელმა კარლ ანტონ ჰირშმანმა, საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების იდეა წამოაყენა. შეჯიბრებაში მონაწილეობა ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ესპანეთის, იტალიის, ავსტრიის, შვეიცარიის, უნგრეთის, დანიის, გერმანიისა და შვედეთის საფეხბურთო კლუბებს უნდა მიეღოთ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადად 1905 წლის 31 აგვისტო დაასახელეს.

სამწუხაროდ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი არც ერთი ამ ქვეყნების წარმომადგენელს არ გამოუთქვამს.1906 წლის 4 ივნისს გამართულ ფიფა–ს კონგრესზე, ამ ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად ინგლისელი დანიელ ბერლი ვულფოლი აირჩიეს. ის მსოფლიო საფეხბურთო ცენტრად ინგლისს მიიჩნევდა და ამიტომ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების იდეით გატაცებული ნამდვილად არ იყო.

1918 წლის 24 ოქტომბერს ვულფოლი გარდაიცვალა. ახალი პრეზიდენტი 1921 წლის 1 აპრილს აირჩიეს. ეს პიროვნება ფრანგი ჟიულ რიმე აღმოჩნდა. სწორედ რომ რიმემ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის იდეის ხორცშესხმა, რითაც უკვე მომავალში საკუთარი სახელი სამუდამოდ უკვდავყო.

ჟიულ რიმე ძალიან გონივრულ საფეხბურთო პოლიტიკას ატარებდა. ის გრძნობდა, რომ დამდგარი იყო დრო, როდესაც დიდი საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარება უკვე შეიძლებოდა.ჟიულ რიმემ და მისმა მემკვიდრე ანრი დელონმა ახალი იდეა ფიფა–ს 1926 წლის კონგრესზე წამოაყენეს. გადამწყვეტი ნაბიჯი 1928 წლის 28 მაისს გადაიდგა. ამ დღეს, ამსტერდამში შეკრებილმა დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით (27 ხმა ხუთის წინააღმდეგ) მსოფლიო თასის გათამაშების გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყდა, რომ პირველი მუნდიალი 1930 წელს ჩატარდებოდა. ამ ჩემპიონატის მომავალი მასპინძლის ვინაობა კი 1929 წლის 18 მაისს, ბარსელონაში ჩატარებულ ფიფა–ს კონგრესზე მიიღეს. კანდიდატურები ხუთმა ევროპულმა (იტალია, შვედეთი, ჰოლანდია, უნგრეთი, ესპანეთი) და ერთმა სამხრეთამერიკულმა (ურუგვაი) ქვეყანამ წამოაყენა. საბოლოოდ ურუგვაიმ გაიმარჯვა.

იმ დროს ურუგვაული ფეხბურთის ავტორიტეტი მაღალი იყო. მათ საფეხბურთო სამყარო 1924 და 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხიბლეს. 1930 წელს ურუგვაი თავისი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავდა. ამ შეჯიბრების პატივსაცემად მასპინძლებმა ახალი სტადიონი – “სენტენარიო” ააშენეს და საკუთარ თავზე აიღეს ყველა სტუმრის საცხოვრებელი ხარჯები.

სამხრეთ ამერიკაში პირველობის გამართვის იდეამ ყველა ევროპელი ვერ მოხიბლა. მათ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ასე დარჩა ურუგვაის მუნდიალი მხოლოდ 13 გუნდის ამარა.ჯილდო – ჟიულ რიმეს სახელობის თასი – ფრანგი ოქრომჭედელის, ანრი ლაფლიორის ნახელავი გახლდათ. ეს იყო 30 სმ–ის სიმაღლისა და 4 კგ–ზე მეტი წონის ოქროს სტატუეტი და გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს გამოხატავდა. 40 წლის შემდეგ ის საბოლოოდ ბრაზილიელებმა დაისაკუთრეს.

ჩემპიონატის ჩატარების ვადები ახლოვდებოდა. ევროპელები მასპინძლებს მგზავრობის თანხების გადახდასაც სთხოვდნენ. ჟიულ რიმემ მოახერხა და საზღვაო ხომალდში ოთხი ევროპული ნაკრები – საფრანგეთი, იუგოსლავია, რუმინეთი და ბელგია მოათავსა. იმ დროისათვის ისინი ევროპის უძლიერესი გუნდები არ იყვნენ. ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი ინგლისის ნაკრების უარი გამოდგა.

1930 წლის 29 ივნისს საოკეანო ლაინერი “კონტე ვერდე” რიო დე ჟანეიროს სანაპიროს მიადგა. ევროპულ ნაკრებებს ბრაზილიის ეროვნული გუნდიც შეუერთდა და გემიც მონტევიდეოსაკენ დაიძრა. ურუგვაი სტუმრებს ეკონომიკური კრიზისით შეხვდა. დამთავრებული არ იყო “სენტენარიოს” მშენებლობაც, რომელიც მწყობრში ჩემპიონატის დაწყებიდან მეხუთე დღეს ჩადგა.

ოთხი ევროპული გუნდი და ბრაზილიის ნაკრები შეუერთდა პერუს, აშშ–ის, არგენტინის, ბოლივიის, ჩილეს, მექსიკის, პარაგვაისა და ურუგვაის გუნდებს. პირველობა გაიხსნა 1930 წლის 13 ივლისს, საფრანგეთისა და მექსიკის ნაკრებების შეხვედრით.“მუნდიალი-1930”-ის ფინალში ერთმანეთს მასპინძლები და არგენტინელები შეხვდნენ, რომელიც ურუგვაელთა გამარჯვებით დასრულა. ბელგიელმა მსაჯმა იოჰანეს ლანგენუსმა საბოლოო შედეგი – 4: 2 დააფიქსირა და ნიკეს თასიც სამხრეთამერიკელთა კაპიტანს, ხოსე ნასასის გადასცა. გამარჯვების დღესასწაული მონტევიდეოს ქუჩებში რამდენიმე დღეს გაგრძელდა. 31 ივლისი კი ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

სტატისტიკის მოყვარულებს ვთავაზობთ პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებულ რამდენიმე საინტერესო მოვლენას:

1. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი ფრანგმა ლუსიენ ლორანმა გაიტანა – ადგილობრივი დროით 15 საათსა და 20 წუთზე.

2. პერუელი გალინდო პირველი ფეხბურთელია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გააძევეს მოედნიდან. ეს მოხდა პერუ–რუმინეთის მატჩის დროს.

3. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ბოლო გოლი ურუგვაელმა ექტორ კასტრომ გაიტანა. კასტრო ხეიბარი იყო – ცალხელა თამაშობდა ფეხბურთს.

4. ურუგვაის ჩემპიონატი ერთადერთი იყო, რომელზეც არ გამოვლენილა მესამე ადგილოსანი – მაშინ მატჩი მესამე ადგილისათვის ჯერ არც კი იყო ჩაფიქრებული. ფიფა–ს ოფიციალურ ბიულეტენში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა, მითითებულია, რომ 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისათვის იუგოსლავიისა და აშშ–ის ნაკრებები შეხვედრიან, სადაც ბალკანელებს უმარჯვიათ – 3:1. ამგვარი შეხვედრა მართლაც გაიმართა, ოღონდ არა ურუგვაის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს ერთ–ერთი ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო მატჩის ანგარიშია. ანუ ზოგჯერ ფიფაც ცდება.

5. 1930 წლის პირველობის ყველა შეხვედრა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ჩატარდა.

6. ამერიკელმა ბრედ ჰეიტნოულდმა შეასრულა პირველი ჰეთ–თრიქი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. მან სამი გოლი პარაგვაის ნაკრებს გაუტანა.

7. ამ ჩემპიონატზე აკრძალული იყო ფეხბურთელთა შეცვლა. გამონაკლისი იყო მეკარე. თუმცა, პირველი შეცვლა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მაინც ურუგვაიში დაფიქსირდა – დემეტრიოს ნეირა მე-80 წუთზე შეცვალა როდრიგეს ლისარდო ნეუმ.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ფიფა
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026

უკრაინაში ომი გაზაფხულის ბოლოს დასრულდება-ვოლოდიმირ გავრილოვი

არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5.02.2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5.02.2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5.02.2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო