ისრაელმა ავიაიერიში პროვინცია ჰამაში, სირიის სამხედრო პოზიციებზე მიიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS სირიის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიათავდასხმის შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა და გარდა ამისა, იერიშმა მატერიალური ზიანი გამოიწვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ისრაელის არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ ოპერატიულ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს.