საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, კონფლიქტურ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სიმშვიდეა, თუმცა ეს არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, რადგან სარაკეტო თავდასხმები შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს.
„ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩვენი მოწოდება უცვლელია. თავი შეიკავეთ ღია სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისგან. აუცილებლად იყავით ახლოს ისეთ შენობასთან, რომელსაც აქვს თავშესაფარი. ბოლო ორი დღის განმავლობაში თუკი რაიმე ფატალური შემთხვევა მოხდა, ამის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებმა გამონაკლისი დაუშვეს უსაფრთხოების წესებთან მიმართებით“, _ აცხადებს ლაშა ჟვანია.