ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, _ ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით, შესრულდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ამასთან საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შეთავაზების მცდელობა, მოკლებულია რეალურ საფუძველს და რისკების შემცველია.