საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ანა ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს თაღლითობის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და გენეალოგიის გაყალბებაში ადანაშაულებს.
ანა ბაგრატიონის ადვოკატი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ბრიტანული მედიის კორესპონდენტს, რომელმაც თავი ბიზნესმენად წარადგინა, საქართველოს სამეფო კარის ორდენის გადაცემის სანაცვლოდ, დავით ბაგრატიონმა 3 ათასი ფუნტი სტერლინგი მოსთხოვა.
ისტორიკოსთა თქმით, სასამართლო დავა გრუზინსკების სასარგებლოდ უნდა დასრულდეს, რადგან ისინი საქართველოს უკანასკნელი მონარქის პირდაპირი შთამომავლები არიან. რაც შეეხება ბაგრატიონებს, მათ შორის არის ია მეტრეველი. ია მეტრეველი ამბობს, რომ სამეფო ორდენის გაცემის უფლება არც გრუზინსკებს აქვთ და არც მუხრანელებს.
ბაგრატიონებს შორის სასამართლო დავის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 მარტს აკადემიკოსები როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური გამოიკითხებიან
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.