ისტორია მეცნიერებაა, რომელიც კაცობრიობის მიერ განვლილ გზას სწავლობს. მას მრავალი მიმართულება გააჩნია. არსებობს ქვეყნების განვითარების, ხელოვნების, ლიტერატურის, კინოხელოვნების, გეოგრაფიის, სხვადასხვა მეცნიერებების ისტორიები. მრავალი ძველი ფაქტი დღეს ყველასათვის უტყუარად ითვლება და მის სიმართლეშიც ეჭვი არავის ეპარება. ამის მიუხედავად მსოფლიოს ისტორიაში მრავალი მოვლენა მცდარად არის გადმოცემული და მათი ჭეშმარიტი რეალობა სულ სხვანაირი იყო.
იმპერატორი ნერონი მეტად “პოპულარული” პიროვნება იყო და თანამედროვეებმა მას მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები მიუძღვნეს. მისი ბიოგრაფიის შესახებ გადაღებულია რამდენიმე კინოსურათიც. ცნობილია, რომ ამ ადამიანმა ქალაქ რომს ცეცხლი წაუკიდა და როდესაც ის იწვოდა, საკუთარი პოემის დეკლარაციასთან ერთად ვიოლინოზეც უკრავდა.
სამწუხაროდ იმ დროინდელმა ისტორიკოსებმა უპატიებელი შეცდომა დაუშვეს. ეს მუსიკალური ინსტრუმენტი რომის ხანძრიდან მთელი 1600 წლის შემდეგ გამოიგონეს. რომც ყოფილიყო, ნერონი მასზე უშუალოდ ვერ დაუკრავდა, რადგანაც ამ დროს ქალაქგარეთ, საკუთარ ვილაში იმყოფებოდა.
უილიამ შექსპირი კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს დრამატურგად არის აღიარებული. ამის მიუხედავად მისი თანამედროვეები ამტკიცებდნენ, რომ მისი პიესებიდან ბევრი უშუალოდ შექსპირის ქმნილებები არ იყო. მწერალი უმეტესად მოთხრობების, თავგადასავლების, ისტორიული და მითოლოგიური თქმულებების შემოქმედებით ადაპტაციებს ქმნიდა. მაგალითად, “დანიის პრინც ჰამლეტის ტრაგედია”-ს, ისტორიკოსების აზრით საფუძვლად დაედო ერთი უძველესი სკანდინავიური თქმულება.
მიკი მაუსი ყველა ჩვენთაგანის საყვარელი მულტიპლიკაციური პერსონაჟია. მისი “მამობილის” წოდებას კი საყოველთაოდ ცნობილი უოლტ დისნეი ატარებს.
სამწუხაროდ ეს მართალი არ არის. მიკი თავის დროზე დისნეის სტუდიის მხატვარმა იუბ აივერქსმა დახატა და ამ თაგუნიაზე პირველი ფილმი ორ კვირაში შეიქმნა. უკვე მოგვიანებით, როდესაც მულტფილმი გახმოვანდა, მისი სახე უოლტ დისნეიმ კიდევ უფრო დახვეწა, შემდეგ კი მიკი მაუსი აალაპარაკა.