იტალიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული 700 მილიონი დოლარის ღირებულების იახტის ჩამორთმევის ბრძანება გასცა. ამის შესახბ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეკომპანია წერს, რომ „Scheherazade“ გასული წლის სექტემბრიდან ტოსკანის პორტში რემონტს გადიოდა.
იტალიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გემის მფლობელს კავშირი ჰქონდა “რუსეთის მთავრობის გამოჩენილ პირებთან”.
ის ჩამორთმეულია ევროკავშირის სანქციებით, რომლებიც დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.
„Scheherazade“ – ს ზუსტი მფლობელი უცნობია, მაგრამ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა New York Times-ს განუცხადეს, რომ ის შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნოდეს.
რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა ასევე დაუკავშირეს 140 მეტრიანი გემი რუსეთის პრეზიდენტს .
სხვა წყაროები ვარაუდობენ, რომ იახტა, რომელსაც აქვს ორი ვერტმფრენის სადესანტო მოედანი და საცურაო აუზი, ეკუთვნის ედუარდ ხუდაინატოვს, რუსული ენერგეტიკული გიგანტის Rosneft-ის ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც ამჟამად არ არის ევროკავშირის სანქციების სამიზნე.
BBC წერს, რომ ბევრი სუპერიახტა დაკავშირებულია რუს მილიარდერებთან, მაგრამ საკუთრება საიდუმლოებით არის მოცული – ისინი ხშირად რეგისტრირდება ოფშორული კომპანიების სერიის მეშვეობით.
თუმცა, რამდენიმე იახტა, დასავლეთის ქვეყნებმა უკვე ჩაიგდეს ხელში.
ავტორი