იტალიელი მეცნიერები ადასტურებენ, რომ ადამიანებს შეუძლიათ კორონავირუსით თავიანთი ცხოველები დაინფიცირონ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
როგოც გამოცემა წერს, აღნიშნულ დასკვნამდე, მას შემდეგ მივიდნენ, რაც ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში 540 ძაღლი და 277 კატა გამოიკვლიეს. ეს ცხოველები ინფიცირებულებთან ერთად, ეპიდეემიისგან დაზარალებულ რეგიონში ცხოვრობდნენ.
Deutsche Welle -ს ინფორმაციით, ძაღლების 3,4%-სა და კატების 3,9%-ს ანტისხეულები აღმოაჩნდათ.
შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანები ცხოველებსგან დაინფიცირდნენ, მეცნიერების თქმით, ჯერჯერობით, უცნობია.