BBC-ის ინფორმაციით, იტალიელი კაცი ცოლთან კამათის შემდეგ დასამშვიდებლად გარეთ გავიდა, საბოლოოდ 450 კმ (280მილი) გაიარა.
იტალიელებმა მას სოციალურ ქსელში მეტსახელად “ფორესტ გამპი” შეარქვეს, რომელიც 1994 წლის ცნობილი ფილმის ,,ნელი გონების“ გმირის სახელია, რომლის როლსაც ტომ ჰენკსი ასრულებს. ის ათასობით კილომეტრს გადის შეერთებული შტატების მასშტაბით.
,,პოლიციამ იტალიელის ეპიკური გასეირნება, ადრიატიკის სანაპიროზე, პატარა ქალაქ ფანოში, ღამის 2 საათზე შეაჩერა. ეს 1 კვირის მერე მოხდა, როდესაც მან ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალიქი კომო დატოვა.
48 წლის მამაკაცი პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო 400 ევროთი(485$) დააჯარიმა.
პირველად ეს ამბავი ბოლონიის გაზეთმა Il Resto del Carlino– მ გაავრცელა, თუმცა იტალიურ მედიაში ის სწრაფად, ვირუსული გახდა.
სოციალურ ქსელში კაცის დაჯარიმებას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ის გმირია.ერთმა თქვა, რომ ის უნდა დაჯილდოებულიყო და ახალი წყვილი ფეხსაცმელი უნდა მიეცათ. ერთმა შეაქო იმის გამო, რომ სიბრაზის დასაცლელად გასეირნება გადაწყვიტა და არა ძალადობა.
კაცმა პოლიციას განუცხადა: “აქ ფეხით მოვედი, ტრანსპორტი არ გამომიყენებია. გზაში ბევრ ადამიანს შევხდი, რომლებიც საჭმელსა და სასმელს მთავაზობდნენ. მე კარგად ვარ, თუმცა ოდნავ დაღლილი ვარ”, – თქვა მან.
სახლიდან სასეირნოდ გასული კაცი, დღეში, საშუალოდ 60 კმ-ს გადიოდა.
პოლიციამ იგი ღამით სიცივეში უმიზნოდ მოსიარულე, სანაპიროს მაგისტრალზე იპოვა.
მონაცემთა ბაზაში, პირადობის მოწმობის შემოწმების შემდეგ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ცოლმა მისი დაკარგვა სამართალდამცველებს შეატყობინა, ამიტომ ცოლს დაუკავშირდნენ და ის ფანოსში გაემგზავრა მის წასაყვანად.
იტალიურ წყაროში არ თქმულა, თუ რა რეაქცია ჰქონდა ცოლს, როდესაც შეიტყო, რომ მისი ქმარი 400 ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწერეს“ – წერს BBC.