იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანციმ, სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაქცინის გარეშე კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ.
როგორც მან აღნიშნა, ვიდრე ვაქცინა შეიქმნება, საჭიროა გარდამავალი პერიოდის მართვა და ეპიდემიის ახალი კერების თავიდან აცილება.
„მონაცემები ცხადყოფენ, რომ სწორ გზაზე ვართ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ და შეცდომები არ დავუშვათ. არ უნდა ავყვეთ იოლ ოპტიმიზმს, რამაც შიძლება წყალში ჩაგვიყაროს ძალისხმევა და მსხვერპლი, რომელიც გავიღეთ. პირველი დადებითი სიგნალების გამო არ უნდა შევწყვიტოთ მკაცრი ზომების გატარება. 13 აპრილამდე შევინარჩუნოთ ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვები და გარეთ აკრძალვის ყველა ზომები.
სანამ ვაქცინას არ შევქმნით, ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ მოგებული არ იქნება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ინფექციის გადადების მაჩვენებელი 1-ის ქვემოთ ჩამოვიყვანოთ“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.
დღეს იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის 13 აპრილამდე გახანგრძლივების შესახებ.