ბრიტანეთმა ევროკავშირი 6 კვირაში უნდა დატოვოს, თუმცა, REUTERS-ის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ რისკი, ბრექსითის გარიგება ვერ შედგეს ძალიან რეალურია.
როგორც ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იუნკერმა თქვა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონმა უთხრა, რომ ლონდონს გარიგება სურს, თუმცა, შეთანხმების ან შეთანხმების გარეშე 31 ოქტომბერს ევროკავშირს დატოვებს.
უარეს შემთხვევაში, ბრექსითის შესახებ შეთანხმების ვერ მიღწევა ნიშნავს მძიმე შეფერხებებს ვაჭრობაში, მედიკამენტების, ახალი საკვების ვერ მიწოდებას და მასობრივ არეულობას.
იუნკერის თქმით, ეკონომიკური კავშირების ასეთი ნგრევა ევროკავშირის წევრობის დასასრულს, შეიძლება იყოს გაერთიანებული სამეფოს არჩევანი, მაგრამ ევროკავშირის არასდროს.
იუნკერმა თქვა, რომ ლონდონმა უნდა წარმოადგინოს ევროკავშირიდან გასვლის რეალური გეგმა, რომ თავიდან აიცილოს ბრექსითის შემდეგ ირლანდიის გაყოფა.