დღეს, ოზურგეთში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ზეიმზე იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე, რომელიც გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და ოზურგეთის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან ერთად, ე. თაყაიშვილის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს ეწვია, სადაც მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია ღლონტმა, მეათეკლასელებთან ერთად, წარმოადგინა თოქ-შოუ, „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ინტერპრეტაცია“, სადაც ძირითადი თემა იყო რენესანსული კანონზომიერების რღვევის წარმოჩენა „ვეფხისტყაოსანში“.
ორი მკვლელობა და ერთი თვითმკვლელობა ნაწარმოებში, თავიანთი პოზიციებიდან შეაფასეს მოწვეულმა თანამედროვე პერსონაჟებმა: ტარიელმა, ავთანდილმა, ფრიდონმა, ნესტან-დარეჯანმა, ასმათმა… მათ ისაუბრეს პრობლემებზე და თქვეს, რომ აქვთ პერსონაჟების ცხოვრებისეული ხედვის თანაგანცდა.
მიხეილ სარჯველაძემ საზეიმო დღე მიულოცა „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე პერსონაჟებს, სწავლაში განსაკუთრებით წარმატებულ მოსწავლეებს და უსურვა სიმტკიცე, საფუძვლიანი სწავლა-განათლების მიღება, ქვეყნის მომავლის ასაშენებლად.
_ თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სულისკვეთებით უნდა შექმნას მომავალი, რომელიც თქვენია! გისურვებთ გამარჯვებებს! _ თქვა მნ.
თოქ-შოუს წამყვანმა მასწავლებელმა, მაია ღლონტმა, რომელიც ღონისძიებაში ზომიერ თანამონაწილეობას ჩვეული ოსტატობით ახდენდა, თქვა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების თანამედროვე გადასახედიდან აზროვნება, როცა საკუთარ თავს გმირის როლში წარმოადგენენ, თან ითვალისწინებენ ავტორისეულ ხედვას და შეგნებულად გააზრებას, ეს ტექსტის გათავისების საუკეთესო ხერხია! როცა საკუთარ თავს გმირის როლში წარმოადგენ, ითვალისწინებ ავტორისეულ ხედვას და უფრო შეგნებულად გაიაზრებ.
მაია ღლონტს, ღონისძიების დასასრულს, ქალაქის მერიის კულტურის სამსახურისგან საჩუქრად გადასცეს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
„ვეფხისტყაოსნის“ თემატიკასა და მოტივებით, ოზურგეთის ჭადრების ბაღში გამოიფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების საინტერესოდ შესრულებული ნამუშევრები.