იუსტიციის სახლი სტუდენტებზე ატესტატის სერვისს ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით გასცემს.
უწყების ცნობით, ცნობილია, რომ, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების მიწოდება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რისთვისაც მოქალაქემ კონკრეტული სერვისის მისაღებად ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალ my.gov.ge-ზე ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს წინასწარ უნდა დაჯავშნოს.
“თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სტუდენტებს დოკუმენტების, მათ შორის, ატესტატის წარსადგენად ვადა მხოლოდ რამდენიმე დღით განუსაზღვრა, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალგაზრდებს my.gov.ge პორტალზე მოქმედი ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით მოემსახურებიან. ამისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე 599465426 ან 599465429 და შეათანხმონ სერვისის მიღების მიზნით იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისვლის დრო”, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.